სხვა

17:52 | 11.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

რომან დოლიძე: "ყველამ იცის, რომ უკეთეს ბრძოლებს ვიმსახურებ"

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ ენტონი ჰერნანდესის წინააღმდეგ გასამართ ბრძოლაზე MMA Junkie-თან ინტერვიუში ისაუბრა. ქართველი მებრძოლი თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და მიიჩნევს, რომ უკეთეს ბრძოლებს იმსახურებს.

"ყველამ იცის, რომ უკეთეს ბრძოლებს ვიმსახურებ, თუმცა ჩხუბზე უარს არასდროს ვამბობ და მზად ვარ ჩემი საქმე გავაკეთო. თავიდან საუბარი რობერთ უიტეკერზე მიდოდა, საბოლოოდ ეს შეთანხმება არ შედგა და ერთ თვეში ენტონის დავუპირისპირდები.

ენტონი ძალიან კარგი მებრძოლია. მას ჭიდაობა უყვარს, საწყის რაუნდებში არაფერი გამოსდის, თუმცა როდესაც მისი ოპონენტები იღლებიან მას ენერგია ისევ აქვს და უპირატესობის მოპოვებას ამის ხარჯზე ახერხებს. მისი ჭიდაობის ნამდვილად არ მეშინია, არასდროს მქონია პრობლემა მიწაზე ბრძოლისა და გრეპლინგის." - განაცხადა რომანმა.

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძესა და ენტონი ჰერნანდესის ბრძოლა 10 აგვისტოს გაიმართება და საღამოს მთავარი მოვლენა იქნება.

0.100429
სარეკლამო ადგილი - 99
X x X