ფეხბურთი

18:55 | 11.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" ახალი მეკარე დაიმატა

„ვალენსიამ“ ბილაბოს „ატლეტიკიდან“ ესპანელი მეკარე ხულენ აგირეზაბალა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ბასკი ფეხბურთელი „ღამურებს“ იჯარით შეუერთდა. მან გიორგი მამარდაშვილი უნდა შეცვალოს, რომელიც „ვალენსიას“ კარს 4 წლის განმავლობაში შეუცვლელად იცავდა. თავის მხრივ, ვალენსიელთა განკარგულებაში ასევეა სტოლე დიმიტრიევსკი, რომელიც შარშან დაიმატეს.

ხულენ აგირეზაბალა „ბილბაოში“ 2019 წლიდან თამაშობდა, რომლის მაისურით 106 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093175