საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ მცველი ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას „კარაგუმრუკში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ნიჭიერი ფეხბურთელი თურქულ კლუბს ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.
უგრეხელიძე „დინამო თბილისის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2023 წლიდან სისტემატურად თამაშობდა და გუნდის კაპიტანიც იყო. ის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრიცაა, მაგრამ ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშა.
სტამბოლის „ფატიჰ კარაგუმრუკი“ გასულ სეზონში თურქეთის პირველ ლიგაში იყო, მაგრამ სუპერლიგის საგზური მოიპოვა, შესაბამისად, ახალ სეზონს უმაღლეს დივიზიონში გაატარებს.