„მეცის“ ახალწვეულმა გიორგი წიტაიშვილმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გიორგი მიქაუტაძესთან ისაუბრა და გადაწყვეტილებაც ძალიან ადვილად მიიღო:
„ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ და ამ შესანიშნავ გუნდს შევუერთდი. ქართველებს „მეცთან“ ძალიან სასიამოვნო მოგონებები აკავშირებთ. აქ ჩამოსვლამდე ვესაუბრე გიორგი მიქაუტაძეს და მან კლუბზე მხოლოდ კარგი რამ მითხრა. ამიტომ, ძალიან სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება. ახლა იმედი მაქვს, რომ კლუბს ლიგა 1-ში დარჩენაში საკუთარი თავის საუკეთესო მხარეების წარმოჩენით დავეხმარები. აქ გამარჯვებისთვის ვარ და არა გართობისთვის“, - თქვა წიტაიშვილმა.
შეგახსენებთ, „მეცი“ ლიგა 1-ში დაბრუნდა, ასე რომ, მომდევნო სეზონს ელიტაში გაატარებს. შესაბამისად, წიტაიშვილისთვის ეს დიდი გამოწვევაა. „მეცი“ ქართველი გულშემატკივრებისთვის ცნობილია, ცოტა ხნის წინ ამ გუნდში გიორგი მიქაუტაძე წარმატებით თამაშობდა.
გიორგი წიტაიშვილმა გასული სეზონი ესპანურ „გრანადაში“ გაატარა, რომლის მაისურით ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 36 მატჩში 7 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა. თუმცა, ესპანურმა კლუბმა მისი შენარჩუნება ვერ შეძლო. 24 წლის გიორგი წიტაიშვილს აქამდე არაერთ გუნდში უთამაშია: „გრანადაში“, „დინამო ბათუმში“, „ლეხში“, კრაკოვის „ვისლაში“, „ჩერნომორეცში“, „ვორსკლასა“ და „დინამო კიევში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში 2021 წლიდან დღემდე 25 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.
„მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში 17 აგვისტოს, „სტრასბურს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე პრესეზონზე ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.