ფეხბურთი

21:45 | 11.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბუაშვილით ინგლისური და ესპანეთის ლა ლიგის სამი კლუბიც დაინტერესდა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და ფოთის „კოლხეთის“ ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი მიმდინარე ზაფხულს ევროპულ კლუბში გადავა. ახლა მხოლოდ ისაა გასარკვევი, რომელ ქვეყანასა და გუნდში.

საქმე ისაა, რომ 22 წლის შემტევით არა მხოლოდ „სენტ ეტიენი“, "მეცი" და „გენგამი“ ინტერესდებიან. რუდი გალეტის ინფორმაციით, ინტერესია პორტუგალიიდანაც, მაგრამ განსაკუთრებით ინგლისური „ბრისტოლ სიტიდან“.

სწორედ ჩემპიონშიფის წევრი კლუბია პირველი, რომელმაც სერიოზული ინტერესი გამოხატა, ქართველთან წინასწარი შეთანხმებაც აქვს, მაგრამ არაა საბოლოო, რადგან გიორგის ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ბოლო კვირებში, ძლიერი და კონკრეტული ინტერესი ესპანეთის ლა ლიგის კლუბების, „ელჩეს“, „ესპანიოლისა“ და „ხეტაფეს“ მხრიდანაც გაჩნდა. ამიტომაც, აბუაშვილი არ ჩქარობს არჩევანის გაკეთებას, რადგან სურს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და ყველაფერი კარგად შეაფასოს.

ამგვარად მას არჩევანი აქვს, ესპანეთის ლა ლიგის, საფრანგეთის ლიგა 2-ის, ინგლისის ჩემპიონშიფისა და პორტუგალიის კლუბებს შორის.

გიორგი აბუაშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია, შემდეგ „პორტუ B“-შიც გამოდიოდა, ხოლო ამჟამად ფოთის „კოლხეთის“ წევრია, რომლის მაისურით ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში თავი 8 გოლით გამოიჩინა. ცოტა ხნის წინ გამართულ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე გიორგიმ სამ მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

0.16201