ფეხბურთი

22:40 | 11.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილმა თანაგუნდელებთან ერთად დიოგუ ჟოტას ხსოვნას პატივი მიაგო

„ლივერპულის“ ფეხბურთელებმა და გუნდის პერსონალმა „ენფილდთან“ შექმნილ დიოგუ ჟოტას და ანდრე სილვას მემორიალთან გარდაცვლილ ძმებს პატივი მიაგეს.

გუნდთან ერთად იყო „ლივერპულის“ ახალწვეული გიორგი მამარდაშვილიც, რომელიც უკვე ემზადება სეზონისთვის „წითლებთან“ ერთად, მაგრამ ჟოტას ტრაგედიის გამო მისი პრეზენტაცია კლუბმა გადადო.

„ლივერპულის“ შემადგენლობასთან ერთად იყო დიოგუს მეუღლე და ასევე, ოჯახის წევრებიც.

შეგახსენებთ, რომ დიოგუ ჟოტა ძმასთან ერთად ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.08828