რაგბი

23:00 | 11.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკულ გუნდთან დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ივლისის ტესტ-მატჩების ეგიდით მეორე სპარინგი ჩაატარა და სამხრეთ აფრიკაში ადგილობრივ გუნდთან, „ჩიტასთან“ 20:24 დამარცხდა.

აფრიკელებმა თამაში კარგად დაიწყეს და 14:0 დაწინაურდნენ, რასაც „ბორჯღალოსნებმა“ შალვა აფციაურის ლელოთი უპასუხეს და გარდასახვაც ზუსტი იყო. მეორე ტაიმის დასაწყისში აფციაურმა დუბლი შეასრულა. რიჩარდ კოკერილის გუნდმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. თუმცა, მეტი ვეღარ მოახერხა.

დარჩენილ დროში ქართველი მორაგბეების მონაგარი თედო აბჟანდაძის ორი ჯარიმა იყო, საპასუხოდ, აფრიკელებმა თითო ლელო, გარდასახვა და ჯარიმა მიითვალეს და თამაშიც მოიგეს.

საქართველოს ნაკრები ზაფხულის სერიას 19 ივლისს, სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებთან მატჩით დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.161053