ფეხბურთი

23:37 | 11.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" 20-ნომრიან მაისურს აღარ გამოიყენებს

"ლივერპულმა" ტრაგიკულად დაღუპული დიოგუ ჟოტას 20-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო. ამიერიდან, "წითლებში" ამ ნომრით ვერავინ ითამაშებს და ის სამუდამოდ პორტუგალიელთან იქნება ასოცირებული. ეს ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა.

28 წლის ფეხბურთელი ესპანეთის პროვინცია ზამორაში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. დიოგუსთან ერთად მანქანაში მისი 26 წლის ძმა, ანდრეც იმყოფებოდა, რომელიც „პენაფიელში“ თამაშობდა.

დიოგუ ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 182 მატჩში 65 გოლი გაიტანა. მანამდე ის „პასუშ დე ფერეირას“, „ატლეტიკოს“, „პორტუს“ და „ვულვზის“ წევრი იყო, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 2019 წლიდან 49 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მან რამდენიმე დღის წინ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ერთა ლიგა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094358