ქალთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა B ჯგუფშიც დასრულდა, რის შედეგადაც მეოთხედფინალში ესპანეთთან ერთად იტალიის ნაკრებიც გავიდა.
სწორედ ისინი შეხვდნენ ბოლო ტურში ერთმანეთს. იტალია მეათე წუთზე სწრაფად დაწინაურდა, მაგრამ ფავორიტმა ესპანეთმა შემდეგ მეტოქეს სამი გოლი გაუტანა და 3:1 მოიგო.
პარალელურად, პორტუგალიას ბელგიასთან დიდი ანგარიშით მოგება სჭირდებოდა, მაგრამ ამას ვინ ჩივის, საერთოდ დამარცხდა. ბელგიელებმა 2:1 გაიმარჯვეს.
შედეგად, ესპანეთი ჯგუფში 9 ქულით პირველია, იტალია მეორე 4 ქულით, ხოლო ბელგია (3 ქულა) და პორტუგალია (1 ქულა) ჯგუფში ჩარჩნენ.
მეოთხედფინალში იტალია ნორვეგიას დაუპირისპირდება, ხოლო ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ შვეიცარიას.