ფეხბურთი

2:12 | 12.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ენცო ფერნანდესი: "აშშ-ში წარმოუდგენელი სიცხეა და ამ პირობებში თამაში სახიფათოა"

ლონდონის „ჩელსიმ“ ფეხბურთელმა ენცო ფერნანდესმა განაცხადა, რომ ამერიკაში მატჩების დროს ძალიან ცხელა და მსგავს პირობებში თამაში სახიფათოა:

„აშშ-ში წარმოუდგენელი სიცხეა და ასეთ ტემპერატურაზე თამაში სახიფათოა. იმედი მაქვს, მომავალში განრიგს შეცვლიან. რამდენიმე დღის წინ თამაშის დროს თავბრუ დამეხვა და მიწაზე დაწოლა მომიწია. ასეთ ტემპერატურაში თამაში სახიფათოა და მატჩების ტემპიც არ არის იგივე - ყველაფერი ნელდება“, - თქვა არგენტინელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „ჩელსი“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09657