„ნიუკასლ იუნაიტედმა“ „ნოტინგემ ფორესტიდან“ ანტონი ალანგა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
„ნოტინგემმა“ შვედი შემტევის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო მიიღო, კონტრაქტი კი, „კაჭკაჭებმა“ 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.
23 წლის შვედი ფეხბურთელი „ნოტინგემში“ ბოლო ორი სეზონი თამაშობდა და 82 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა.