„პორტუმ“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ სამუ აგეჰოვა გამოისყიდა და პორტუგალიის ჩემპიონატის ისტორიაში ეს ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
„პორტუმ“ შარშან „ატლეტიკოს“ 15 მილიონი ევრო გადაუხადა სატრანსფერო უფლებები ნახევრისთვის, ხოლო ახლა მეორე ნაწილის თანხაც გადაიხადა. ჯამში ესპანელის შეძენა „დრაკონებს“ 32 მილიონი დაუჯდათ.
სამუ არა მარტო „პორტუს“, არამედ პორტუგალიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ძვირადღებული შენაძენია.
გასულ სეზონში სამუ აგეჰოვამ „პორტუს“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 45 მატჩში 27 გოლი გაიტანა.