„რომა“ „ფლამენგოს“ მარჯვენა მცველის, ვესლის დამატებაზე მუშაობს. იტალიურმა კლუბმა ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია.
ახლა, ჯერი კლუბებს შორის შეთანხმებაზეა. „რომამ“ ბრაზილიურ კლუბს 20 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა. ვესლის სანაცვლოდ „ფლას“ „ზენიტი“ 25 მილიონს სთავაზობდა, მაგრამ ბრაზილიელმა მცველმა რუსეთში გადასვლაზე უარი თქვა და „რომაში“ გადაბარგება სურს.
21 წლის ფეხბურთელი „ფლამენგოში“ 2021 წლიდან თამაშობს და 133 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.