ფეხბურთი

15:05 | 12.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისელმა მცველმა "მილანს" "ფენერბაჰჩე" ამჯობინა

„მილანი“ და „ფენერბაჰჩე“ ბელგიური „გენტიდან“ ინგლისელი მარცხენა მცველის, არჩი ბრაუნის შესაძენად იბრძოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, თურქულმა კლუბმა იტალიურს აჯობა.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ორივე კლუბმა თავისი წარმომადგენლები ბრიუსელში კერძო თვითმფრინავით გაგზავნა. ისინი იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელის ტრანსფერს შეათანხმებენ.

„მილანმაც“ და „ფენერმაც“ „გენტს“ 22 წლის ფეხბურთელში 8 მილიონი ევრო შესთავაზეს. ყველაფერი ინგლისელის გადასაწყვეტი იყო, რომელმაც "ფენერბაჰჩე" აირჩია. Sky Sport-ის ცნობით, ბრაუნს თურქებმა უფრო მაღალი ხელფასი შესთავაზეს.

არჩი ბრაუნი „გენტში“ 2023 წლიდან თამაშობს და 87 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, მანამდე კი, შვეიცარიულ „ლოზანაში“ გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092226