ფრანგულ „მეცში“ გიორგი წიტაიშვილის შემდეგ შესაძლოა გიორგი აბუაშვილიც გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Letelegramme ავრცელებს.
ფრანგი ჟურნალისტი მატიუ უე იტყობინება, რომ ეს ტრანსფერი შედგება და 22 წლის ქართველი შემტევი „მეცს“ შეუერთდება. წყაროს თანახმად, „მეცმა“ „გენგამს“ აჯობა, გამომდინარე იქიდან, რომ კლუბი ლიგა 1-შია, გარდა ამისა, ფეხბურთელსაც უკეთესი ფინანსური პირობები შესთავაზა.
თუმცა, უნდა აღიშნინოს, რომ სხვა წყაროები წერენ ინტერესის შესახებ ესპანეთიდან, ინგლისიდან და პორტუგალიიდანაც. მოკლედ, ყველაფერი ახლო მომავალში უნდა გაირკვეს.
გიორგი აბუაშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია, შემდეგ „პორტუ B“-შიც გამოდიოდა, ხოლო ამჟამად ფოთის „კოლხეთის“ წევრია, რომლის მაისურით ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში თავი 8 გოლით გამოიჩინა. ცოტა ხნის წინ გამართულ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე გიორგიმ სამ მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.