ფეხბურთი

17:32 | 12.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: "ატალანტას" რეტეგის შეცვლა მიქაუტაძით სურს

საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ამჯერად „ატალანტას“ დაუკავშირეს, რომელიც მატეო რეტეგის შემცვლელს ეძებს.

ეს ცნობა რამდენიმე დღის წინ ჯანლუკა დი მარციომაც გაავრცელა, ახლა კი, Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, რომ გიორგი ბერგამოელთა სიაში პირველია. რეტეგი საუდის არაბეთში თითქმის 70 მილიონად გადავა, შესაბამისად, „ატალანტას“ ფინანსური შეზღუდვები არ აქვს.

სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ პოტენციურ შემცვლელებს შორის მიქაუტაძე პირველია, რომელიც თავისი სათამაშო მანერიდან გამომდინარე „ატალანტას“ სტილს შეიძლება იდეალურადაც მოერგოს.

„ლიონის“ პასუხი უცნობია. ფრანგულ მედიაში დაწერა, რომ კლუბს მიქაუტაძის შენარჩუნება სურს, მაგრამ მიუხედავად ლიგა 1-ში დარჩენისა, კლუბს ფეხბურთელების გაყიდვა და ბიუჯეტის შევსება მაინც სჭირდება. ყველაფერი უახლოეს კვირებში უფრო მეტად გამოჩნდება. მიქაუტაძეს სხვა კლუბებსაც უკავშირებენ, მათ შორის, იტალიაში "რომას", მაგრამ რომაული კლუბი ევან ფერგიუსონს იმატებს და ალბათ, "ჯალოროსიში" მისი ტრანსფერი გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091925