ფეხბურთი

18:37 | 12.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" ამერიკელი შემტევი დაიმატა

ლევერკუზენის „ბაიერმა“ პსვ ეინდჰოვენიდან მალიკ ტილმანი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

23 წლის ამერიკელი შემტევის სანაცვლოდ „ფარმაცევტებმა“ 40 მილიონი ევრო გაიღეს და კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

ტილმანი გერმანიას კარგად იცნობს, რადგან იქ დაიბადა და გაიზარდა, გერმანიის ასაკობრივი ნაკრებების წევრიც იყო, ხოლო კარიერა „ბაიერნში“ დაიწყო. შემდეგ ის იჯარით „რეინჯერსში“ გამოდიოდა, 2023 წლიდან კი, პსვ-ში თამაშობდა, რომლის მაისურით 73 მატჩში 25 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.16181