ფეხბურთი

19:12 | 12.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილი გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა

ლისაბონის „სპორტინგში“ გიორგი ქოჩორაშვილის არაოფიციალური დებიუტი სავარაუდოდ, 16 ივლისს შედგება.

პორტუგალიური მედიის ცნობით, ქოჩორაშვილმა წინა ტესტ-მატჩებში ვერ ითამაშა, რადგან ტრავმა აწუხებს, რომელიც ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლოდან იღებს სათავეს.

ამიტომაც, „სპორტინგის“ სამედიცინო შტაბმა მასთან მიმართებაში სპეციალური გეგმა შეიმუშავა. ქართველი ნახევარმცველი სრულ გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა და უახლოეს ტესტ-მატჩში სავარაუდოდ, მოედანზეც გავა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ „ლევანტედან“ შეუერთდა და პორტუგალიურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.085414