ფეხბურთი

20:03 | 12.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალს დაესწრება

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2025 წლის ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დაესწრება „ჩელსისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ შორის.

„პრეზიდენტი ტრამპი ფინალს დაესწრება. მას უყვარს ფეხბურთი. მისი პირველი ვადის განმავლობაში, თეთრი სახლის ბაღში საფეხბურთო კარები დამონტაჟდა. დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ერთ-ერთი ქვეყანაა და მან მაშინვე მხარი დაუჭირა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის იდეას. ასეთი ღონისძიებები უზარმაზარი მოვლენაა. მისი მხარდაჭერის გარეშე, ასეთი ტურნირები შეუძლებელია“, - ციტირებს ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი ინფანტინოს სიტყვებს სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

მატჩი 13 ივლისს ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ისტ-რატერფორდში, „მეტლაიფის“ სტადიონზე გაიმართება, რომლის ტევადობა 82,566 მაყურებელია. თამაშის მთავარი არბიტრი პოლონელი შიმონ მარჩინიაკი გახლავთ.

შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

თეგებიჩელსიპსჟ
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.167398