„ჩელსის“ მცველმა და კაპიტანმა რის ჯეიმსმა გააზიარა თავისი მოლოდინები 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებული ფინალური მატჩის შესახებ, რომელშიც ინგლისური კლუბი პსჟ-ს დაუპირისპირდება. მატჩი 13 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
„ეს იქნება სუპერმაღალი დონის თამაში. პსჟ ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გუნდია, მაგრამ ეს ფინალია. ერთი თამაშია. ყველა ფიქრობს, რომ ისინი ფავორიტები არიან, მაგრამ ბევრ ფინალში ვყოფილვარ, სადაც ფავორიტები ვიყავით და ვერ გავიმსტჯვეთ. ასე რომ, ეს ჩემთვის დიდად არაფერს ნიშნავს. და სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს. ყველა ჩვენს მეტოქეზე საუბრობს, მაგრამ ჩვენ კარგად მოვემზადებით და გავიმარჯვებთ.
რთულ თამაშს ველით. არასწორად ნუ გამიგებთ. ისინი ფანტასტიკური გუნდია, მაგრამ ჩვენც ფანტასტიკური გუნდი გვყავს და ვფიქრობ, ბევრ ადამიანს გავაოცებთ. ამ ყველაფრის დაწყებიდან დიდი გზა გავიარეთ. კვირა დღეს მოუთმენლად ველით“, - ციტირებს ჯეიმსის სიტყვებს ფიფას-ს ოფიციალური ვებ-გვერდი.