ფეხბურთი

22:19 | 12.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე ონანა დაშავდა და რვა კვირამდე ვერ ითამაშებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე ანდრე ონანა გუნდის წინასასეზონო ვარჯიშის დროს დაშავდა - წერს The Telegraph.

წყაროს ცნობით, კამერუნელმა მეკარემ ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რის გამოც ექვსიდან რვა კვირამდე ვერ ითამაშებს. „წითელი ეშმაკები“ ახალი მეკარის შესაძენად ბაზარზე გასვლის ვარიანტს განიხილავენ.

ონანამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 11-ჯერ კარის „მშრალად“ შენახვა შეძლო. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.159809
სარეკლამო ადგილი - 99
X x X