„ლივერპულის“ მცველმა იბრაჰიმა კონატემ „წითლების“ ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მზადაა გუნდი ამ ზაფხულს დატოვოს, იუწყება Marca.
წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი კლუბის დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში სურს, თუ მადრიდის „რეალი“ გაუგზავნის შეთავაზებას. „ლივერპული“ სერიოზულად განიხილავს ფეხბურთელის გაყიდვას, რომლის კონტრაქტიც ერთ წელიწადში იწურება. კლუბი შიშობს, რომ კონატემ შეიძლება გუნდი უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს, როგორც ეს ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის შემთხვევაში მოხდა.