ფეხბურთი

23:25 | 12.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ შესაძლოა „ჩელსის“ თავდამსხმელი ნიკოლას ჯექსონი შეიძინოს

„ბარსელონა“ ინტერესს იჩენს „ჩელსის“ თავდამსხმელ ნიკოლას ჯექსონის მიმართ, რომელსაც ისინი 36 წლის თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად მიიჩნევენ. ამის შესახებ Caught Offside იტყობინება.

წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბი 24 წლის ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებს. თუმცა, „ბლაუგრანა“ ჯექსონის იჯარით აყვანის შესაძლებლობისაც განიხილავს.

გასულ სეზონში ჯექსონმა ყველა ტურნირზე 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 13 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2033 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096073