ფეხბურთი

23:50 | 12.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს მცველი მარკინიოსი: „მზად ვართ ვიბრძოლოთ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად“

„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელმა მცველმა მარკინიოსმა გააზიარა თავისი მოლოდინები საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში „ჩელსისთან“ მატჩის წინ. შეხვედრა 13 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

„ყველა მატჩს თავისი ისტორია აქვს. არ შეგვიძლია საკუთარ თავს ვუთხრათ, რომ რამდენიმე მოგებისა და კარგი მატჩის შემდეგ ყველაფერი დასრულდა, ამის ნაცვლად, შემდეგ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი. ყველაფერი ჩვენსა და „ჩელსის“ ქმედებებზეა დამოკიდებული.

მზად ვართ თასისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ საკუთარ თამაშს ვაჩვენებთ და იმას გავაკეთებთ, რაც საუკეთესოდ გამოგვდის. ვინც არ უნდა იყოს ჩვენი მეტოქე, ჩვენი ფილოსოფია ჩვენთანაა. თუმცა, პატივს ვცემთ მეტოქეს, განსაკუთრებით ფინალში, სადაც შანსები 50-50-ზეა. გვსურს ამ ტიტულის მოგება, ეს ჩვენი დამოკიდებულებაა“, - ციტირებს მარკინიოსის სიტყვებს „პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.084063