ისტორია

0:24 | 13.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალმა“ „ალმერიიდან“ ახალგაზრდა თავდამსხმელი დაიმატა

„ალმერიის“ თავდამსხმელი რაშად ფეტალი მადრიდის „რეალს“ შეუერთდა. ამის შესახებ „წითელ-თეთრების“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია.

ფეხბურთელი „რეალ მადრიდ კასტილიის“ გუნდში ითამაშებს. რაშადი „ალმერიის“ სისტემაში 2020 წლიდან ირჯებოდა. სულ ფეტალმა „წითელ-თეთრების“ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. რაშადი ადრე ესპანეთის ნაკრებში 18 წლამდელთა კატეგორიაში თამაშობდა, მაგრამ შემდეგ 20 წლამდელთა კატეგორიაში მაროკოს ნაკრებში დაიწყო თამაში.

0.086987
სარეკლამო ადგილი - 99
X x X