სტამბოლის "ფენერბაჰჩემ" ბელგიური "გენტიდან" ინგლისელი მარცხენა მცველი არჩი ბრაუნი დაიმატა და კონკურენციაში "მილანს" აჯობა.
ბრაუნის სანაცვლოდ თურქებმა 8 მილიონი ევრო გადაიხადეს და 3+1-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. მან 33-ნომრიანი მაისური მოირგო.
"მილანმაც“ და „ფენერმაც“ „გენტს“ 22 წლის ფეხბურთელში 8 მილიონი ევრო შესთავაზეს. ყველაფერი ინგლისელის გადასაწყვეტი იყო, რომელმაც "ფენერბაჰჩე" აირჩია. Sky Sport-ის ცნობით, ბრაუნს თურქებმა უფრო მაღალი ხელფასი შესთავაზეს. ტრანსფერში ასევე დიდი როლი ითამაშა ჟოზე მოურინიომაც.
არჩი ბრაუნი „გენტში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 87 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მანამდე კი, შვეიცარიულ „ლოზანაში“ გამოდიოდა.