სტამბოლის „ბეშიქთაშმა“ ლისაბონის „ბენფიკადან“ თურქი შემტევი ორკუნ კოკჩუ დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
კოკჩუს სანაცვლოდ პორტუგალიურმა კლუბმა 30 მილიონი ევრო მიიღო. თურქი სტამბოლელთა რიგებში 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ორკუნ კოკჩუმ 2023 წლიდან „ბენფიკაში“ ჩატარებულ 98 მატჩში 19 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ფეიენოორდში“ 175 შეხვედრაში თავი 32-ჯერ გამოიჩინა. თურქეთის ნაკრებში კოკჩუს აქტივში 41 მატჩი და 3 გოლია. კოკჩუ ნიდერლანდებშია დაბადებული და თურქულ კლუბში პირველად ითამაშებს.