შვეიცარიაში მიმდინარე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფის მესამე ტურის მატჩები გაიმართა. შვედეთს და გერმანიას მეოთხედფინალის საგზური უკვე დაბევებული ჰქონდათ და მათ უნდა გაერკვიათ პირველი ადგილოსნის ვინაობა. შვედებმა 4:1 მოიგეს, მაქსიმალურო 9 ქულა დააგროვეს და ჯგუფის გამარჯვებულები გახდნენ.
გერმანელები ნახევარი საათის თავზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. მსაჯმა ვამსერი დაითხოვა მინდვრიდან.
შვედთაგან გოლები ბლაკსტენიუსმა, ჰოლმბრგმა, როლფემ (პენალტით) და ჰურტიგმა გაიტანეს. გერმანელთაგან თავი ბრანდმა გამოიჩინა. გერმანია 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.
პარალელურად მიმდინარე მატჩში პოლონელებმა დანიელებს სძლიეს 3:2, თუმცა ამ შეხვედრას სატურნირო მნშვნელობა არ ჰქონდა. პოლონელებს 3 ქულა მოუგროვდათ და მესამე ადგილზე გავიდნენ, უქულო დანია კი ბოლოზეა.
საინტერესოა, რომ პოლონელებისთვის სადებიუტო ევროზე ეს ისტორიული, პირველი გამარჯვება გახლდათ.