ლისაბონის „სპორტინგი“ ვიქტორ გიოკერეშის ადვილად დათმობას არ აპირებს. პორტუგალიური კლუბის პრეზიდენტმა ფრედერიკო ვარანდასმა კიდევ ერთხელ ღიად თქვა, რომ კლუბი ყველაფერზე და ყველაზე წინ დგას.
„ჩვენ მშვიდად ვართ. ყველაფერი შეიძლება მოგვარდეს სატრანსფერო ფანჯრის დახურვით, დიდი ჯარიმით და გუნდისთვის ბოდიშის მოხდით. თუ არავის სურს ფეხბურთელში მისი სამართლიანი საბაზრო ღირებულების გადახდა, მზად ვართ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში შევინარჩუნოთ.
თუ ამ სტრატეგიის უკან მდგომი გენიოსები ფიქრობენ, რომ ეს ჩემზე ზეწოლას მოახდენენ და მის გაყიდვას ხელს შეუწყობენ, ისინი არა მხოლოდ ჩემში ცდებიან, არამედ, ფეხბურთელის წასვლასთან დაკავშირებით საქმესაც ართულებენ. არავინ დგას კლუბის ინტერესებზე მაღლა, ვინც არ უნდა იყოს ის“, - თქვა ვარანდასმა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ გიოკერეშს „სპორტინგის“ დატოვება და ლონდონის „არსენალში“ გადასვლა სურს, რის გამოც გუნდში ჯერჯერობით არ გამოცხადდა და ახალი სეზონისთვის არ ემზადება. თავის მხრივ, პორტუგალიელებს „არსენალის“ შეთავაზება არ მოსწონთ, ამიტომაც, ფეხბურთელსა და კლუბს შორის ურთიერთობა დაიძაბა.