ფეხბურთი

12:49 | 13.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

40 წლის სანტი კასორლამ "ოვიედოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა სანტი კასორლამ „ოვიედოსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და მომდევნო სეზონში ლა ლიგაში ითამაშებს.

40 წლის ფეხბურთელი „ოვიედოში“ 2023 წლიდან თამაშობს და მშობლიურ კლუბს 24-წლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. ის გუნდში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.

სანტი კასორლას „ოვიედოს“ გარდა, „ვილიარეალში“, „უელვაში“, „მალაგაში“, „არსენალსა“ და „ალ-სადში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092425
სარეკლამო ადგილი - 99
X x X