ანხელ დი მარია „როსარიო სენტრალში“ 18-წლიანი პაუზის შემდეგ გოლით დაბრუნდა. ვეტერანმა ფეხბურთელმა არგენტინის ჩემპიონატში „გოდოი კრუზს“ გაუტანა.
დი მარიამ მეტოქის კარი 78-ე წუთზე პენალტით დალაშქრა და ანგარიში გახსნა, თუმცა, „როსარიომ“ მაინც ვერ მოიგო, რადგან მატჩი 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ დი მარიამ ტრავმაც მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანი არგენტინელი „როსარიოში“ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.