ფეხბურთი

10:27 | 13.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გულიაშვილით MLS-ის კლუბი დაინტერესდა

„სარაევოს“ თავდამსხმელის, გიორგი გულიაშვილის მიმართ ინტერესი MLS-ის კლუბმა გამოიჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Faktor-ი იტყობინება.

ბოსნიური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა კლუბმა ინტერესი გამოთქვა და 3.7 მილიონი დოლარის გადახდაზეც თანახმაა. თუმცა, სხვა დეტალები არ ვრცელდება და არც კლუბის სახელია დაკონკრეტებული. გულიაშვილით ინტერესს ევროპული კლუბებიც იჩენენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 21 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.101242