MLS-ის მორიგ ტურში ლიონელ მესიმ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და რეკორდიც დაამყარა. "ინტერ მაიამიმ" კი სადაც არგენტინელი ვარსკვლავი თამაშობს "ნეშვილი" 2:1 დაამარცხა.
38 წლის მესიმ ამ თამაშში 2 გოლი გაიტანა და დუბლი ზედიზედ მე-5 თამაშში შეასრულა. არგენტინელმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, როცა 2 ან მეტი გოლის გატანის 4-მატჩიანი სერია ჰქონდა.
მესიმ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო 5 ტურში 10 გოლის გატანა შეძლო და 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა.