„პარი სენ-ჟერმენი“ ბრედლი ბარკოლასთან კონტრაქტის განახლებას გეგმავს. პსჟ-ში 22 წლის შემტევის თამაშით ძალიან კმაყოფილი არიან, ამიტომ მისი შენარჩუნება სურთ.
მომდევნო კვირებში მხარეები შეხვდებიან. ფეხბურთელსაც სურს დარჩენა, შესაბამისად, მხარეებს მორიგება არ უნდა გაუჭირდეთ. ფრანგი ფეხბურთელით „ბაიერნი“ ინტერესდებოდა, მაგრამ პსჟ-მ ტრანსფერზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ ბრედლი ბარკოლა „ლიონის“ აღზრდილია, საიდანაც 50 მილიონ ევროდ პსჟ-შ 2023 წელს გადავიდა. მას შემდეგ ნიჭიერმა შემტევმა პარიზელთა მაისურით ჩატარებულ 102 მატჩში 26 გოლი გაიტანა.