იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ დაცვის ხაზს აძლიერებს და „ბოლონიადან“ სემ ბეუკემას დაიმატებს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და შეთანხმებას შედგა. „ნაპოლი“ „ბოლონიას“ 31 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო ფეხბურთელი ანტონიო კონტეს გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში 3 მილიონი ევროს ანაზღაურებით.
26 წლის ნიდერლანდელი „ბოლონიაში“ ბოლო ორი სეზონი თამაშობდა და 80 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე სამშობლოში, „იგლზის“ და „ალკმაარის“ წევრი იყო. ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში ბეუკემას ჯერ არ უთამაშია.