ფეხბურთი

18:53 | 13.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" როდრიგოს ტრანსფერს განიხილავს, მაგრამ ეს ლუის დიასის წასვლაზეა დამოკიდებული

ინგლისური „ლივერპული“ მადრიდის „რეალიდან“ როდრიგოს დამატებით ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას As-ი ავრცელებს.

თუმცა, იმისთვის, რომ ინგლისურმა კლუბმა ბრაზილიელის ტრანსფერზე იმუშაოს, მანამდე ლუის დიასის გაყიდვა სჭირდება. კოლუმბიელს სურს „ენფილდის“ დატოვება და აქტიურად უკავშირებენ, როგორც „ბაიერნს“, ისე „ბარსელონას“.

თავის მხრივ, როდრიგო „რეალის“ გეგმებში არ შედის და კლუბის მის შესახებ შეთავაზებებს განიხილავს.

„რეალიდან“ 24 წლის ფეხბურთელის შესაძლო წასვლაზე ინფორმაცია ბოლო დღეებში ხშირად ვრცელდება. როდრიგო მადრიდულ გრანდში 2019 წლიდან თამაშობს და 270 მატჩში 68 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის სამშობლოში, „სანტოსის“ მაისურით თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092197