ფეხბურთი

20:01 | 13.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის არაოფიციალური დებიუტი "ლივერპულში"

„ლივერპულმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, გიორგი მამარდაშვილის არაოფიციალური დებიუტიც შედგა.

ქართველი მეკარე „პრესტონთან“ მოსამზადებელ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო, პირველი ტაიმი ითამაშა და გოლი არ გაუშვია. გიორგის მოგერიება არ ჰქონია, მაგრამ ფეხით თამაშში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ერთხელ გამოსვლაზეც მაგრად გაისარჯა. ის მოედანზე 56-ნომრიანი მაისურით იყო, თუმცა ეს დროებითი ნომერია, „წითლების“ ახალ ფეხბურთელებს ჯერ ნომრები არ აურჩევიათ.

„ლივერპულმა“ კონორ ბრედლის, დარვინ ნუნიესისა და კოდი გაკპოს გოლებით 3:1 მოიგო. მომდევნო მატჩს არნე სლოტის გუნდი 26 ივლისს, „მილანთან“ გამართავს, წინ კიდევ ექნება ამხანაგური მატჩები, სანამ ოფიციალურად სეზონს დაიწყებს.

მატჩი რა თქმა უნდა, დიოგუ ჟოტას და მისი ძმის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილით დაიწყო და ბევრი ემოცია იყო.

10 აგვისტოს, ინგლისის სუპერთასზე „ლივერპული“ „კრისტალ პალასს“ შეხვდება, ხოლო პრემიერლიგის პირველ ტურში 15 აგვისტოს, „ბორნმუთს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089121
სარეკლამო ადგილი - 99
X x X