ფეხბურთი

20:45 | 13.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

Liverpool.com: "გიგანტი მამარდაშვილი, "ლივერპულმა" ალისონის კონკურენტი იპოვა"

Liverpool.com „ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის დებიუტს გამოეხმაურა. გამოცემამ ქართველი მეკარის პირველი 45 წუთიდან, რომელიც მან ინგლისურ გრანდში ითამაშა, სამი ფაქტორი გამოარჩია.

ადრეული ტესტები

„მამარდაშვილის რეფლექსების გამოცდა ნამდვილად იყო განსაკუთრებით რთული, რადგან თამაშს პრესეზონის შეგრძნება ჰქონდა. თუმცა, რადგან „ლივერპული“ ბურთს უმეტესად ფლობდა, ქართველმა მეკარემ ფეხით საკმაო დრო ითამაშა და ამ მხრივ, შეშფოთების საფუძველი არ არსებობდა. მამარდაშვილის ფეხით თამაშის უნარი შესაძლოა „ლივერპულის“ ფანებისთვის მისი ყიდვის დღიდან შეშფოთების საგანია, მაგრამ, როგორც მეკარეში, ეჭვი არავის ეპარება. ზაფხულში კიდევ უფრო მეტ გამოცდას გაივლის, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა, განსაკუთრებით ერთი მომენტის გამო“.

თითქმის ალისონივით

„ბევრი მეკარე სადებიუტო მატჩში საგოლე პასს ვერ აკეთებს, მაგრამ მამარდაშვილი ამასთან ძალიან ახლოს იყო. პირველი ტაიმის შუაში მან ფედერიკო კიეზა დატოვა მეკარესთან, რომელმაც ვერ გაიტანა. მამარდაშვილისთვის ნამდვილად შესანიშნავი მომენტი იქნებოდა, კიეზას გოლი რომ გაეტანა. მან თითქმის გაიმეორა ალისონის საგოლე პასები „მანჩესტერ სიტისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ჯერ ადრეა და მას საკმარისი დრო ექნება, რომ თავისი კვალი დატოვოს“.

შთამბეჭდავი ფიგურა

„198 სმ-ის სიმაღლის მამარდაშვილი „ლივერპულის“ კარში შთამბეჭდავი იყო და მას არ ეშინია სიმაღლის თავის სასარგებლოდ გამოყენება. პირველი ტაიმის ბოლოსკენ მოიგერია მასპინძელთა კარგი ჩაწოდება, რის შემდგომაც ერთ-ერთი თანაგუნდელი მიწაზე დააგდო, ის კი, კარში მშვიდად დაბრუნდა და არ ნერვიულობდა. შეიძლება კმაყოფილი იყოს, რომ პირველ მატჩში კარი მშრალად შეინახა, თუმცა, რეალურად, არასდროს დამდგარა რაიმე მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშე. მაგრამ, ადრეული ნიშნები იმედისმომცემია და როგორც ჩანს, „ლივერპულმა“ კაომინ კელეჰერის შემცვლელი და ალისონის კონკურენტი იპოვა“.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ „პრესტონი“ 3:1 დაამარცხა, გიორგი მამარდაშვილმა მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა. 10 აგვისტოს, ინგლისის სუპერთასზე „ლივერპული“ „კრისტალ პალასს“ შეხვდება, ხოლო პრემიერლიგის პირველ ტურში 15 აგვისტოს, „ბორნმუთს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.092496
სარეკლამო ადგილი - 99
X x X