ფეხბურთი

21:20 | 13.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "ვამაყობ, რომ გავხდი პირველი ქართველი, რომელმაც ამ ლეგენდარულ კლუბში ითამაშა"

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ თავის დებიუტს გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მესიჯი და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

„განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით „ლივერპულში“. ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ლეგენდარულ კლუბში ითამაშა. ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის. მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია“, - დაწერა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა „პრესტონ სიტისთან“ ამხანაგურ მატჩში (3:1) პირველი ტაიმი ითამაშა და გოლი არ გაუშვია.

„ლივერპული“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 26 ივლისს, „მილანთან“ გამართავს, ხოლო სეზონს 10 აგვისტოს, ინგლისის სუპერთასზე, „კრისტალ პალასთან“ მატჩით დაიწყებს. პრემიერლიგის პირველ ტურში არნე სლოტის გუნდი 15 აგვისტოს, „ბორნმუთს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09499
სარეკლამო ადგილი - 99
X x X