ფეხბურთი

23:25 | 13.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ გიოკერეში კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს

ვიქტორ გიოკერეშის სატრანსფერო საგა, როგორც ჩანს, დასასრულს მიუახლოვდა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, „სპორტინგსა“ და „არსენალს“ შორის შეთანხმება დღეს შედგა.

„არსენალი“ პორტუგალიურ კლუბს 70 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსად 10 მილიონიც დაემატება, ასე რომ, სულ 80 მილიონს გადაიხდის.

შვედ ფორვარდს სხვა შეთავაზებებიც ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ „არსენალში“ თამაში სურდა, რის გამოც „სპორტინგს“ ომიც გამოუცხადა და ახალი სეზონისთვის მზადება გუნდთან ერთად არ დაუწყია.

27 წლის ფეხბურთელი „სპორტინგში“ 2023 წლიდან თამაშობს და 102 მატჩში 97 გოლი გაიტანა. მას ბრიტანეთში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც „ბრაიტონის“, „სუონსის“ და „ქოვენთრის“ რიგებში გამოდიოდა. შვედეთის ნაკრებში ჩატარებულ 26 თამაშში ვიქტორს 15 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.094028
სარეკლამო ადგილი - 99
X x X