„შტუტგარტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდერ ვერლემ განაცხადა, რომ ნიკ ვოლტემადე კლუბში დარჩება.
თუმცა, „შვაბების“ მენეჯერმა მაინც ღია დატოვა „ბაიერნში“ ტრანსფერის შესაძლებლობა - თუ „რეკორდმაისტერი“ სუპერშეთავაზებას გააკეთებს.
„ის მომავალ სეზონში ჩვენთან ითამაშებს, თუ „ბაიერნი“ რაღაც საოცარ შეთავაზებას არ გაგვიკეთებს. ყველანი საკმარისად პროფესიონალები ვართ, რომ ამაზე ვისაუბროთ“, - თქვა ვერლემ.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ დაინტერესებულია ნიჭიერი გერმანელი ფორვარდით, მაგრამ „შტუტგარტი“ დაახლოებით 100 მილიონ ევროს ითხოვს. გერმანული მედია წერდა, რომ ვოლტემადეს მიუნხენურ გრანდში გადასვლა სურს.