ჩოგბურთი

23:57 | 13.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

იანიკ სინერი: "ჩემთვის უიმბლდონის მოგება ოცნებების ოცნება იყო"

იანიკ სინერმა უიმბლდონის მოგების შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ბავშვობაში ამ სლემის მოგება მისთვის ოცნებების ოცნება იყო.

„როდესაც პატარა ვიყავი, უიმბლდონი ოცნებების ოცნება იყო, რადგან ეს ტურნირი ძალიან შორს მეჩვენებოდა იმ ადგილისგან, საიდანაც დავიწყე. ახლა ჩემი ოცნება ავისრულე. მადლობა კარლოსს კიდევ ერთი შესანიშნავი ტურნირისთვის და პირველ რიგში იმიტომ, თუ როგორი მოთამაშეა. ყოველთვის რთულია შენთან დაპირისპირება. მოედნის გარეთ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ვცდილობთ მოედანზე რაღაც შევქმნათ, ამისთვის ბრწყინვალე გუნდებია საჭირო. კარლოს, ამ თასს ხელში ბევრჯერ დაიჭერ, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ უკვე მოგებული გაქვს.

პარიზში ცუდად წავაგე, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა როგორ იგებ ან აგებ. განსაკუთრებულ ტურნირებზე უნდა გაანალიზო, რა გააკეთე არასწორად და ამაზე უნდა იმუშაო. შამპანურის ბოთლის თავსახური კორტზე? ეს მხოლოდ უიმბლდონზე შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ სწორედ ამიტომ გვიყვარს აქ თამაში. ეს ძალიან დიდი ტურნირია და მისი ჩემპიონობა წარმოუდგენელია. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემ გუნდს და ყველას, ვინც აქ მოვიდა ამ განსაკუთრებულ თამაშზე. ბევრი ემოცია მაჩუქეთ, როგორც მოედანზე, ისე მის მადლობა მხარდაჭერისთვის, მომავალ წელს შევხვდებით“, - თქვა სინერმა.

შეგახსენებთ, რომ იანიკ სინერმა კარიერაში მეოცე ტიტული მოიგო, მეოთხედ დიდი სლემი, ხოლო უიმბლდონი - პირველად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.18347
სარეკლამო ადგილი - 99
X x X