კარლოს ალკარასმა უიმბლდონის ფინალში იანიკ სინერთან მარცხის (6:4, 4:6, 4:6, 4:6) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, წაგება რთულია, მაგრამ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა.
„ასე წაგება რთულია, სამწუხაროა. უპირველეს ყოვლისა, მინდა, იანიკს მივულოცო, შენ ეს დაიმსახურე, ორი კვირის განმავლობაში შესანიშნავ ჩოგბურთს თამაშობდი. მიხარია შენ გამო, ასე განაგრძე. გავაგრძელოთ ჩვენი მეგობრობის განვითრება მოედნის გარეთ და ლამაზი მეტოქეობა მოედანზე. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ამ სეზონში ვაკეთებ. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ გავაუმჯობესე და კორტზე სიამოვნების მიღება დავიწყე. გამიმართლა, რომ ჩემი გუნდი და ოჯახი აქ არიან, მათ გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. რა თქმა უნდა, აქ ისევ მნახავთ. უიმბლდონი ულამაზესი ტურნირია, ალბათ, ყველაზე ლამაზიც. ყოველ ჯერზე, როცა აქ მოვდივარ, თავს სახლში ვგრძნობ. კორტი ულამაზესია და მიყვარს ამ მაყურებლის წინაშე თმაში. მინდა, რომ ესპანეთის მეფეს მადლობა გადავუხადო, რომელიც აქ ჩემს საქომაგოდ მოვიდა, ეს ჩემთვის პატივია“, - თქვა ალკარასმა.
შეგახსენებთ, რომ კარლოს ალკარასის 24-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა და ზედიზედ ორი ჩემპიონობის შემდეგ უიმბლდონზე ტიტული ვერ შეინარჩუნა.