ფეხბურთი

2:42 | 14.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარესკა: "მატჩი პირველ 10 წუთში მოვიგეთ"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ გამარჯვების (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ფეხბურთელებისთვის სიტყვები არ მყოფნის. ისინი ამას იმსახურებენ. ეს შესანიშნავი მომენტია. ჩემი აზრით, მატჩი პირველ ათ წუთში მოვიგეთ. ჩვენ შევქმენით ჩვენი თამაშის ტონი. ძალიან კარგები ვიყავით. სამწუხაროდ, ამინდის პირობების გამო, 90 წუთის განმავლობაში თამაში ადვილი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ პირველ ათ წუთში მოვიგეთ. აღფრთოვანებული ვარ გამარჯვებით, თუმცა უფრო მეტად იმიტომ, რომ სამკვირიანი შვებულება გვაქვს.

ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეს ტურნირი მომავალში მნიშვნელოვანი ან უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე ჩემპიონთა ლიგა“, - თქვა იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ სეზონი დუბლით დაასრულა: მსოფლიოს ჩემპიონატამდე კონფერენს ლიგა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.15712