ლონდონის „ჩელსიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებით დიდი ფინანსური შემოსავალიც მიიღო - 125 მილიონი დოლარი.
მხოლოდ ფინალში გამარჯვებამ ლონდონურ კლუბს 34.6 მილიონი მოუტანა, რასაც ემატება ფინალში მონაწილეობის ბონუსი (25.6 მილიონი) და წინა ეტაპებიდან მიღებული ბონუსები.
ნახევარფინალისთვის „ჩელსიმ“ 18 მილიონი მიიღო, მეოთხედფინალისთვის 11.4 მილიონი, მერვედფინალისთვის 6.5 მილიონი, ხოლო ჯგუფურ ეტაპზე მოგებული მატჩებისთვის 3.6 მილიონი. ამას ემატება თანხა 25.7 მილიონი დოლარის სახით, რომელიც ტურნირში მონაწილეობისთვის მიიღო, როგორც ყველა სხვა მონაწილე გუნდმა.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ 3:0 დაამარცხა.
ზოგადად, 32-ვე კლუბმა შემდეგი ოდენობის თანხა გამოიმუშავა:
გთავაზობთ კლუბების გამომუშავებულ თანხას ევროებში:
1. ჩელსი - 114.4 მილიონი
2. პსჟ - 106.9
3. რეალი - 82.5
4. ფლუმინენსე - 60.8
5. ბაიერნი - 58.2
6. დორტმუნდი - 52.3
7. მანჩესტერ სიტი - 51.7
8. პალმეირასი - 39.8
9. ინტერი - 36.8
10. ალ-ჰილალი - 34.2
11. ბენფიკა - 32.2
12. ფლამენგო - 27.7
13. ბოტაფოგო - 26.7
14. იუვენტუსი - 26.6
15. პორტუ - 24
16. ატლეტიკო - 21.4
17. ინტერ მაიამი - 21.1
18. მონტერეი - 21.1
19. რივერ პლეიტი - 18.2
20. ბოკა ხუნიორსი - 17.2
21. ზალცბურგი - 15.8
22. მამელოდი სანდაუნსი - 12.6
23. ალ აჰლი - 11.6
24. ალ აინი - 11.6
25. ესპერანსი - 11.6
26. ლოს ანჯელესი - 10.6
27. პაჩუკა - 9.6
28. სიეტლი - 9.6
29. ულსანი - 9.6
30. ურავა რედსი - 9.6
31. ვიდადი - 9.6
32. ოკლენდ სიტი - 4.6