ფეხბურთი

11:00 | 14.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

პალმერი: "თამაშამდე ყველას ეგონა, რომ წაგებულები ვიყავით, მაგრამ მარესკა რაღაც განსაკუთრებულს აშენებს"

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა კოულ პალმერმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ-სთან გამარჯვების (3:0) და დუბლის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ვიცოდი, რომ სივრცეები მექნებოდა და ვეცადე, ყველაფერი გამეკეთებინა, რაც შემეძლო. მომწონს ფინალები, ყოველთვის შესანიშნავი გრძნობაა ფინალში თამაში. თამაშის წინ ყველას ეგონა, რომ წაგებულები ვიყავით, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ შეგვეძლო. კარგი ფინალი იყო შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ. მარესკა რაღაც განსაკუთრებულს აშენებს, მას თამაშის ბრწყინვალე გეგმა ჰქონდა. ახალგაზრდა გუნდი გვყავს. მთელი სეზონის განმავლობაში ბევრი ჩვენზე სისულელეებს ლაპარაკობდა, მაგრამ ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ“, - თქვა პალმერმა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ სეზონი დუბლით დაასრულა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატამდე კონფერენს ლიგა მოიგო, ხოლო კოულ პალმერი საკლუბო მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.046771