ფეხბურთი

12:05 | 14.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფინალებში ლუის ენრიკეს საოცარი სერია შეწყდა

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს დიდებული სერია დასრულდა, რომელიც ფინალებში გამარჯვებას ეხებოდა.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩამდე ესპანელს მწვრთნელის რანგში ყველა ფინალი მოგებული ჰქონდა, როგორც „ბარსელონაში“, ისე „პარი სენ-ჟერმენში“ მუშაობის პერიოდში: 11-დან 11 მოგებული ფინალი.

თუმცა, ეს დიდებული სერია „ჩელსის“ წინააღმდეგ შეწყდა - ლონდონურმა კლუბმა პსჟ 3:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ 2024-2025 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა. პსჟ ახალ სეზონს ზუსტად ერთ თვეში, 13 აგვისტოს, ევროპის სუპერთასზე „ტოტენჰემთან“ მატჩით დაიწყებს, ხოლო ლიგა 1-ის პირველ ტურში 17 აგვისტოს, „ნანტს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.093962