მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელებიც დასახელდა.
ფიფამ საკლუბო მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად ფინალში დუბლის ავტორი კოულ პალმერი დაასახელა. ბომბარდირი „რეალის“ ფორვარდი გონსალო გარსია გადხა 4 გოლით.
აღსანიშნავია, რომ ასევე 4-4 გოლი გაიტანეს ანხელ დი მარიამ (ბენფიკა), სერჰუ გირასიმ (დორტმუნდი) და მარკოს ლეონარდომ (ალ-ჰილალი), მაგრამ მათ საგოლე პასი არ ჰქონდათ, ხოლო გარსიას აქტივში 1 ასისტი იყო, რამაც ბომბარდირის ბედი გადაწყვიტა.
საუკეთესო ფეხბურთელი: კოულ პალმერი (ჩელსი)
საუკეთესო ბომბარდირი: გონსალო გარსია (რეალი, 4 გოლი)
საუკეთესო მეკარე: რობერტ სანჩესი (ჩელსი)
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: დეზირე დუე (პსჟ)