ბოსნიური წარმოშობის სერბი მსახიობი და მომღერალი ემინა ჯაჰოვიჩი ადრე ბევრს კი იძახდა, ეს ინფლუენსერები არ მიყვარს, რადგან წარმატებას და პოპულარობას შემთხვევით და დაუმსახურებლად იპოვებენო, მაგრამ საბოლოოდ მასაც შემოუტია საკუთარმა ეგომ და რაც კი სოციალური ქსელი არსებობს, ყველგან გახსნა საკუთარი გვერდი, სადაც ისე კოხტად ტინგიცებს, თქვენი მოწონებული.
43 წლის ემინა თავის სამშობლოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალია, რომელიც სიმღერებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ მუსიკალურ ჟანრებში ასრულებს და რაც კი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ქვეყანაა, თითქმის ყველა ენაზე აქვს ჩაწერილი ალბომები. მისი მშობლიური ქალაქის საფეხბურთო კლუბ „ნოვო სადის“ ჰიმნს კი ისე ასრულებს, სერბული ფეხბურთის ნაკლებად მოყვარულ ადამიანსაც ცრემლი მოადგება.
ეს სიმღერები ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ემინა ჯაჰოვიჩის უზომო პოპულარობას უზრუნველყოფს, ხოლო სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ცეკვე-თამაშის ვიდეოებმა ეს ქალი საერთოდ ზე-პოპულარული გახადა.