ქართველი ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია შესაძლოა კატარულ „ალ ვაკრაში“ გადავიდეს, თუმცა, სხვა კლუბებიც ინტერესდებიან.
ჟურნალისტი რუდი გალეტი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ალ ვაკრაში“ აბურჯანიას ტრანსფერი პირადად მოითხოვა ესპანელმა მწვრთნელმა ვისენტე მორენომ, რომელიც გიორგის ჯერ კიდევ 2016 წელს ტარაგონას „ხიმნასტიკში“ ავარჯიშებდა.
„ალ ვაკრა“ პორტუგალიელი ნახევარმცველის, ვილიამ კარვალიოს გადაბირებაზე მუშაობს, მაგრამ 2-3 დღის განმავლობაში თუ ეს გარიგება არ შედგება, მაშინ აბურჯანიას ტრანსფერზე გადაერთვებიან მწვრთნელის მოთხოვნით.
გალეტი ასევე წერს, რომ 30 წლის ქართველი ფეხბურთელი პოლონური „იაგელონიას“, თურქული „კარაგუმრუკის“ და ირანული „პერსეპოლისის“ რადარზეა.
გიორგი აბურჯანია ამჟამად უგუნდოდაა მას შემდეგ, რაც პორტუგალიური AVS-ი დატოვა. ქართველ ფეხბურთელს, „ანორთოსისში“, „ხიმნასტიკში“, „ლუგოში“, „სევილია B“-ში, „ოვიედოში“, „ტვენტეში“, „კარტახენაში“, „ჟილ ვისენტეში“, „ჰათაისპორში“, „მეტალურგში“, „დილასა“ და „ლოკომოტივში“ უთამაშია, ხოლო საქართველოს ნაკრებში 39 შეხვედრაში 1 გოლით გამოირჩა.